„ოცნება“ ცდილობს, საზოგადოებას გადაახიოს უკვე შეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილებები – ჯაფარიძე

პუბლიკა

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი და დამფუძნებელი, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან აღინიშნება მორიგი მცდელობა, რომ პარლამენტს და მთელ საზოგადოებას გადაახიოს უკვე შეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც პირველი მოსმენით მიღებულია.

როგორც ბადრი ჯაფარიძე ამბობს, ყველას კარგად ახსოვს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტიდან „ქართული ოცნების“ გასვლის შემდეგ, „ოცნებასთან“ დამატებითი შეთანხმება მოხდა იმასთან დაკავშირებით, რომ მხარს დაუჭერდნენ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედებას დაბალი ბარიერით. ეს იმ შემთხვევში, თუკი საკონსტიტუციო ცვლილებებიდან გენერალური პროკურორის დანიშვნის წესი.

„ეს იყო მათი კიდევ ერთი პირობა, რომელსაც, როგორც ჩანს, კვლავ ცდილობენ, რომ დაარღვიონ. საოცრებაა, ეს თავმოყვარეობის თემაც არის. არსებობს ელემენტარული თავმოყვარეობა, რომელიც „ოცნებას“ საშუალებას არ უნდა აძლევდეს, რომ ასე ურცხვად კვლავ შეეცადოს დამატებითი შეთანხმების დარღვევას, რომელიც კომპრომისად ჩაითვალა.

ამაზე დამატებით შევთანხმდით და იქ იყო ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფი, რასაც კეთილი ნების გამოვლენას უწოდებენ, ეს სინამდვილაში არის მათ მიერ აღებული ვალდებულება, რომელიც კიდევ ერთხელ აიღეს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან. რა ძალაა ეს, რომელსაც შეუძლია, თავისი აღებული ვალდებულებები ნებისმიერ დღეს გადახიოს?! რას ემსახურება ეს ყველაფერი?“ – ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

ის მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, საზოგადოების წინაშე თავს ნუ შეირცხვენენ და ის, რაზეც ვალდებულება აიღეს და საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიღებულია, შეასრულონ.