„ოცნება“ დმანისში მიხეილ დაუთაშვილის კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს

პუბლიკა

გუშინ დმანისში წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარი დაპირისპირების დროს „ნაციონალური მოძრაობის“ ორი აქტივისტი დაჭრეს. ამ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქართული ოცნების“ განთიადი-დმანისი მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ დაუთაშვილი შვილი, დავით დაუთაშვილი „განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავა“.

„პუბლიკა“ დაინტერესდა, აპირებს თუ არა მმართველი პარტია განთიადი-დმანისი მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ დაუთაშვილისთვის კანდიდატურის მოხსნას. „ოცნების“ პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ეს საკითხი არ განიხილება.


ცოტა ხნის წინ „ქართული ოცნების“ ბრიფინგზე დმანისში მომხდარი „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციას დაუკავშირეს.

„გირჩის“ თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას პოზიციით, „ქართული ოცნება“ დმანისის მაჟორიტარობის კანდიდატს არჩევნებიდან უნდა ხსნიდეს.

„ჩვენ ახლა ვიცით, რომ ვირჩევთ ადამიანს, რომლის შვილმაც მამის არჩევის გამო, კაცი კინაღამ მოკლა, დაასახიჩრა. „ქართული ოცნება“ პირველი, რასაც ახლა უნდა აკეთებდეს, ამ კანდიდატს უნდა ხსნიდეს რეგისტრაციიდან“, – ამბობს ხვიჩია.

LB loan image desktop LB loan image mobile