„ოცნება“ მმართველობის 10 წელს აფასებს: დღეს სახელმწიფო არის სუვერენული, როგორც არასდროს

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ყოფნის 10 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ზუსტად 10 წლის წინ, ქართველმა ხალხმა, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გაიმარჯვა დანაშაულებრივ ავტორიტარულ რეჟიმზე, რომელიც ყველა ფასეულობას ებრძოდა და ფეხქვეშ თელავდა.

დღეს ქართული სახელმწიფო არის სუვერენული, როგორც არასდროს. სწორედ სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცების შედეგია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი საქართველოს უახლოეს 30-წლიან ისტორიაში, რომლის მმართველობის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია”, – ნათქვამია განცხადებაში.

მმართველი პარტიის გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ დღეს საქართველო უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას, თუმცა „ყველა სირთულეს ღირსეულად დავძლევთ”.