„ოცნების“ ოფისთან „ლელოს“ და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრებიც დააკავეს

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან აქციაზე 12 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

დაკავებულებს შორის არიან პარტიის წევრები, ასევე ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე.

პარტია „ლელოს„ ცნობით, აქციაზე დააკავეს მათი  წევრი თაზო დათუნაშვილი. ის გადაყვანილია პოლიციაში და მასთან ამ წუთებში შეუშვეს პარტიის იურისტი, ადვოკატი თორნიკე ართქმელაძე და პარტიის ერთ ერთი ლიდერი, ადვოკატი ლევან სამუშია.

ასევე პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ აქციაზე დააკავეს პარტიის მმართველი საბჭოს წევრები – თენგო კირთაძე და ცოტნე ლომიძე.