„ოხანაშვილმა ამერიკელების თვალწინაც არ დაუშვა, ღირსების შელახვა გაეტარებინა“ - იონათამიშვილი

პუბლიკა

მმართველი პარტიის,  „ქართული ოცნების“ დეპუტატი რატი იონათამიშვილი აშშ-ის საელჩოში მომხდარს გამოეხმაურება.

ის შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოიხსენიებს „TV პირველის“ დამფუძნებელს ვატო წერეთელს.

უშუალოდ მომხდართან დაკავშირებით კი წერს, რომ „ანრი ოხანაშვილმა, ევროპული განათლებით, ამერიკელების თვალწინაც არ დაუშვა ღირსების შელახვა გაეტარებინა”.

„TV პირველის“ დამფუძნებელი, ვატო წერეთელი აცხადებს, რომ მას, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ. მისი თქმით, მას გაშლილი ხელი დაარტყა უმრავლესობის დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა და ლევან მგალობლიშვილმა.