ოპოზიციას პოლარიზაცია პიკისკენ მიჰყავს, ამ ფონზე უკვირთ კონფლიქტი მოქალაქეებთან, პარადოსქულია - პაპუაშვილი

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის მიერ პოლარიზაციის დღის წესრიგის ნაწილია იმის დაბრალება, თითქოს რეგიონებში „შინ ევროპისკენ“ კამპანიას „ოცნების“ აქტივისტები და ამომრჩევლები უპირისპირდებიან.

„რაც შეეხება ლოკალურ ინციდენტებს, ამისი დაბრალება, თითქოს ეს არის რაღაც ორგანიზებული „ქართული ოცნების“ მხრიდან თუ არ ვიცი ვიცი მხრიდან ორგანიზებული, ამის დაბრალებაც ერთ-ერთი ნაწილია პოლარიზაციის დღის წესრიგისა, რომელიც აქვს ოპოზიციას, ერთი მხრივ.

მეორე მხრივ, აქაც ხომ ცოტა რაღაცნაირად  თანმიმდევრული უნდა იყოს ოპოზიცია? ერთი მხრივ ის თავად არის გამღვივებელი ამ პოლარიზაციის, მთავრობის გადადგომა სხვა არაფერია, თუ არა პოლარიზაციის არათუ გაღრმავება, არამედ პოლარიზაციის პიკში აყვანა არის, როდესაც ითხოვ მთავრობის გადადგომას და  არადემოკრატიული ინსტრუმენტის, ტექნიკური მთავრობის ტერმინებით საუბარი და შემოღება გსურს, ესაა პიკი“, – განაცხადა მან.

პაპუაშვილი აცხადებს, რომ იმ ფონზე, ოპოზიციას, რომელსაც პოლარიზაცია პიკისკენ მიჰყავს, „უკვირდეს, რომ პოლარიზაციაა და ადგილზე შეხვედრები რომ აქვს, შეიძლება კონფლიქტი ჰქონდეს მოქალაქეებთან, არათუ არათანმიმდევრულია, არის პარადოქსული დამოკიდებულება“.

LB loan image desktop LB loan image mobile