ოპოზიციონერებმა დღევანდელი შეხვედრიდან „მოგვტეხეს“ - ხვიჩია

პუბლიკა

პარტია „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ პარტიის წევრები საპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრას მმართველი გუნდის ლიდერებთან არ დასწრებიან.

„ოპოზიციონერებს, ეტყობა, შეეშინდათ, რომ მათი „ქოცებთან“ შეთანხმების პროცესი არ ჩამეშალა. ვინც შეხვედრის ინიციატორი იყო, ვკითხავ, რატომ არ დაგვიძახეს. არგუმენტი, რომ თქვენ „ქოცები“ ხართ, არ გამოდის, რადგან თავად „ქოცებს“ შეხვდნენ.

აქამდე სხვას ეუბნებოდნენ იმას, რომ არ შეიძლებოდა, „ქოცებს“ არ შეხვედროდნენ და ახლა თავად არ მოგვიწვიეს.

ეს არაკოლეგიალურია და ვიკითხავ, რატომ არ მიგვიწვიეს. იმიტომ „მოგვტეხეს“, რომ როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებასთან“ ჰარმონიული საუბრისას არაკომფორტული ვიქნებოდით“- უთხრა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს.


საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძესა და მმართველი პარტიის წევრებს შეხვდა. მათი თქმით, საუბარი საკონსტიტუციო ცვლილებებს შეეხებოდა.