მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს.
„ოპოზიციონერი ლიდერის სიკვდილამდე წამება მიუღებელია ქვეყნისთვის, რომელსაც ევროკავშირში გაწევრება სურს. სააკაშვილი უნდა გათავისუფლეს და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ“, – დაწერა მან „ტვიტერში“.
The critical physical condition of Mikheil Saakashvili is extremely concerning.
Torturing an opposition leader to death is unacceptable for a country that wants to join the European Union??. @SaakashviliM must be immediately released & sent abroad for medical treatment. pic.twitter.com/ZNstr61RUL— Maia Sandu (@sandumaiamd) February 2, 2023
მოლდოვამ, რომელიც ასცირებული ტრიოს წევრია საქართველოსა და უკრაინასთან ერთად, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეიტანა და უკრაინასთან ერთად კანდიდატის სტატუსი მიიღო. საქართველოს შემთხვევაში მხოლოდ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა აღიარეს.
მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას გამოეხმაურა პრეზიდენტი ზელენსკიც.
1 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა. სააკაშვილი პროცესს კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩაერთო.