ოქტომბერში სამომხმარებლო ფასები წინა წელთან შედარებით 5.9%-ით გაიზარდა

პუბლიკა

ოქტომბერში სამომხმარებლო ფასები წინა წელთან შედარებით 5.9%-ით გაიზარდა.

წინა წელთან შედარებით, ფასები გაიზარდა თევზეულზე (20.2 %), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.6 %), ზეთი და ცხიმი (7.0 %), ყავა, ჩაი და კაკაო (5.7 %), ბოსტნეული და ბაღჩეული (4.1 %), პური და პურპროდუქტები (4 %), რძე, ყველი და კვერცხი (0.6 %).

ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-4.5%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-3.3 %), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-1.2 %)

წინა წელთან შედარებით ფასები გაზრდილია ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (10.6 %);

ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (11.7 %);

სტატისტიკის მიხედვით, ფასები შემცირდა უმაღლეს განათლებაზე (-32.9 %).

ამასთან, ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: სკოლამდელი და დაწყებითი განათლება (8.8 %), საშუალო განათლება (6.6 %)

დეტალური ინდექსის თანახმად, წელს ყველაზე მეტად წლიურ ჭრილში გაძვირებულია გაზეთი, რომელიც წლიურად 67.62%-ით არის გაძვირებული; მეორე ადგილზეა დიზელის საწვავი ფასის 21.29%-ის ზრდით;  ასევეა ბენზინი ფასის 37.15%-ის მატებით.