პაპუაშვილი დასავლელ დონორებს და საელჩოებს რუსული სტილით მუშაობაში ადანაშაულებს

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დასავლელ დონორებს და საელჩოებს რუსული სტილით მუშაობაში ადანაშაულებს.

ის კიდევ ერთხელ დაესხა თავს როგორც საქართველოში მოქმედ არასამთვრობო ორგანიზაციებს, ისე მათ დონორებს და თქვა, რომ „კეთილი საქმეებს დამავლა არ სჭირდება და თუ რაღაცას მალავენ, ე.ი ამის მიღმა არ დგას კეთილი საქმეები”.

„არაკეთილი საქმის” კონტექტში შალვა პაპუაშვლმა ახსენა „თეთრი ფურცლის საქმე” და ჯარიმა, რომელიც მოსამართლემ 5 აქტივისტს ხელში ცარიელი ქაღალდების დაჭერის გამო დააკისრა – 4 მათგანს 500-500 ლარი, ერთს – 2000 ლარი. აქტივისტების ჯარიმა ერთ-ერთმა NGO-მ გადაიხადა, რომელიც დასავლელი დონორებისგან ფინანსდება.

„მოვუწოდებ ყველა დონორს და საელჩოს, გაასაჯროონ, ვის აფინანსებენ. ეს არის რუსული სტილი, როცა სხვის ქვეყანაში, ფარულად, სპეცსამსახურების მეთოდებით ხდება იატაკქვეშა ორგანიზაციების დაფინანსება”. – თქვა შალვა პაპუაშვილმა.  

მან ასევე თქვა, რომ „დონორები პასუხისმგებლები არიან იმაზე, თუ რაში, როგორ იხარჯება მათი ფული”.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ დონორებს, როცა ხდება დეზინფორმაციის გავრცელება, ჩვენ კი არ მოგვიწოდონ და გვითხრან, საქართველო რას აკეთებს დეზინფორმაციასთან ბრძოლასთან დაკავშრებით. პირიქით ვსვამ კითხვას: რას აკეთებს ევროკაშირი და სხვა დონორები საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციის აღსაკვეთად, რომელიც მათი დაფინანსებით ვრცელდება”. 

პარლამენტის თავმჯდომარე კამპანიურად ესხმის თავს საქართველოში მომუშავე NGO-ებს. მან არაერთხელ გამოაქვეყნა განცხადება და მიუთითა, რომ „პრობლემაა, რომ ქვეყანაში მუშაობენ მდიდარი NGO-ები რომლებიც საზღვარგარეთიდან ფინანსდებიან”. მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის უკმაყოფილებას იწვევს ის, რომ ორგანიზაციები მის საქმიანობას აკრიტიკებენ.

შალვა პაპუაშვილისთვის ასევე მიუღებელია „უცხოური დაფინანსების გაუმჭვირვალობა“ – NGO-ების დაფინანსების გამჭვირვალობის საბაბით 2023 წელს „ქართულმა ოცნებამ“ აგენტების შესახებ რუსული კანონის მიღება სცადა. თუმცა, მასშტაბური პროტესტის შემდეგ გაიწვია.