პაპუაშვილი უკრაინაში ვიზიტის შემდეგ სანქციებზე სტეფანჩუკის განცხადებას ეხმაურება

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო არ იქნება ის ქვეყანა, რომელიც რუსეთს სანქციების გვერდით ავლაში დაეხმარება.

პაპუაშვილის თქმით, უკრაინაში ვიზიტის დროს უმაღლესი რადის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა პარლამენტის დელეგაციასთან განიხილა საკითხი, რამდენად შეუძლია საქართველოს რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესება.

„ჩვენ ამაზეც გვქონდა გულახდილი საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ რასაც ვუყურებთ და ამაზე, ვფიქრობ, პოლიტიკური სპექტრი თანხმდება, რომ არ გვაქვს ისეთი ინსტრუმენტები ორმხრივი სანქციების კუთხით, რომლითაც შეიძლება რეალურად რამე ეფექტი მოვახდინოთ რუსეთის გადაწყვეტილებებზე.

მთავარი ამ კუთხით უკრაინისთვის და ჩვენთვისაც არის შემდეგი, რომ საქართველო არ იქნება ქვეყანა, სადაც რუსეთს ექნება შესაძლებლობა, გვერდი აუაროს სანქციებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილი.

LB loan image desktop LB loan image mobile