პარლამენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატების სიას აქვეყნებს

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხუთი წევრის ასარჩევად განცხადებების მიღება დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს და პარლამენტისთვის წარდგენილი კანდიდატების სიას აქვეყნებს.

პარლამენტის თავმჯდომარემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 არამოსამართლე წევრის ასარჩევად კონკურსი 29 სექტემბერს გამოაცხადა.

პარლამენტის ცნობით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრის ასარჩევად წარდგენილი კანდიდატები არიან:

1. გოგა კიკილაშვილი – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი (მკვლევარი)

წარმდგენი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი;

2. თეიმურაზ ჯერვალიძე – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშვიდობო განათლების ცენტრის მკვლევარ კონსულტანტი

წარმდგენი: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ა(ა)იპ საზოგადოებრივი პროგრამირების ფონდი; ა(ა)იპ იურისტთა ასოციაცია;

3. რუსუდან კვინიკაძე – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშვიდობო განათლების ცენტრის მკვლევარ კონსულტანტი

წარმდგენი: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ა(ა)იპ ახალგაზრდა ადვოკატები; ა(ა)იპ საზოგადოებრივი პროგრამირების ცენტრი;

4. კარლო ბზიშვილი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული ასოცირებული პროფესორი

წარმდგენი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;

5. ხათუნა ლორია – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

წარმდგენი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი;

6. ალექსანდრე კურცხალია – სამართლის დარგის სპეციალისტი

წარმდგენი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი; ა(ა)იპ სამართლის რწმენა

7. ტრისტან ბენაშვილი – სამართლის დარგის სპეციალისტი

წარმდგენი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი; საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია;

8. ლია მუხაშავრია – სამართლის დარგის სპეციალისტი

წარმდგენი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი; ა(ა)იპ ახალგაზრდა ადვოკატები;

9. კახა წიქარიშვილი – სამართლის დარგის სპეციალისტი

წარმდგენი: ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი

10. გია ლილუაშვილი – ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი

წარმდგენი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

11. ლიკა საჯაია – ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი

წარმდგენი: ა(ა)იპ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი

12. ზურაბ აზნაურაშვილი – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი

წარმდგენი: გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი; ა(ა)იპ იურისტთა ასოციაცია

13. იოსებ ვარძელაშვილი – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სრული პროფესორი

წარმდგენი: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

14. ნოდარ პაპუკაშვილი – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი

წარმდგენი: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

15. თამარ მახარობლიძე – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

წარმდგენი: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

16. როინ მიგრიაული – ადვოკატი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი

წარმდგენი: საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

17. გიორგი ტურაზაშვილი – ადვოკატი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი

წარმდგენი: საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

18. სოფიო სოხაძე – ადვოკატი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი

წარმდგენი: საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

19. მანუჩარი კოკოჩაშვილი – ადვოკატი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი

წარმდგენი: ა(ა)იპ სამოქალაქო განვითარების საზოგადოება; ა(ა)იპ თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაცია;

20. ზურაბ გურასპაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი

წარმდგენი: ა(ა)იპ სამოქალაქო განვითარების საზოგადოება, ა(ა)იპ საზოგადოებრივი პროგრამირების ფონდი

21. ლევან ნემსაძე – სამართლის დარგის სპეციალისტი

წარმდგენი: ა(ა)იპ სამოქალაქო განვითარების საზოგადოება; ა(ა)იპ თავისუფალი განვითარების დაცვის ასოციაცია

22. გრიგოლ გაგნიძე – ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის თავმჯდომარე; ადვოკატი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი

წარმდგენი: ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია

23. ავთანდილ კახნიაშვილი – თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

წარმდგენი: საქართველოს იურისტთა გილდია

24. ანა აბაშიძე – ა(ა)იპ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის ხელმძღვანელი

წარმდგენი: ა(ა)იპ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის

25. ზაზა ბუაჩიძე – ადვოკატი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი

წარმდგენი: გამჭვირვალობა საქართველოს ცენტრი

26. ნინო ნიშნიანიძე – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი

წარმდგენი: ა(ა)იპ საქართველოს სიკეთის სიმართლისა და ერთიანობის კავშირი

27. დიმიტრი ხაჩიძე – ადვოკატი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი

წარმდგენი: ა(ა)იპ უფლებები საქართველო

28. ალექსანდრე კობაიძე – ა(ა)იპ ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის თავმჯდომარე

წარმდგენი: ა(ა)იპ ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია

29. სულხან სალაძე – კარგი მმართველობის და ინფორმაციის თავისუფლების პროგრამის ხელმძღვანელი (ღია სივრცე კავკასია); საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორი

წარმდგენი: ა(ა)იპ სოციალური სამართლიანობის ცენტრი

30. გიორგი ბურჯანაძე – საქართველოს სახალხო დამცველის უფროსის მოადგილე

წარმდგენი: ა(ა)იპ სოციალური სამართლიანობის ცენტრი

31. გიორგი გზობავა – ადვოკატი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი

წარმდგენი: ა(ა)იპ ახალგაზრდა ადვოკატები; ა(ა)იპ თავისუფალი განვითარების დაცვის ასოციაცია

32. ვიქტორ ახალბედაშვილი – სამართლის დარგის სპეციალისტი

წარმდგენი: ა(ა)იპ უფლებათა დაცვის ცენტრი

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების მიხედვით, პარლამენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია.

იუსტიციის საბჭოს წევრებს შეარჩევენ პროფესორები და მკვლევრები, ადვოკატთა ასოციაციის წევრები და არასამეწარმეო იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირები.

კანდიდატების წარდგენის უფლება ჰქონდათ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ადვოკატთა ასოციაციასა და არასამეწარმეო იურიდიულ პირს.