პარლამენტმა ჯაფარიძეს, ნათელაშვილსა და ხოშტარიას სადეპუტატო მანდატები შეუწყვიტა

პუბლიკა

პარლამენტმა სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის – „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიასთვის, „ლელოს“ ლიდერის ბადრი ჯაფარიძისთვისა და „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილისთვის  სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.

ბადრი ჯაფარიძის მანდატის გაუქმებას 77 მომხრე და 38 წინააღმდეგი ჰყავდა.

შალვა ნათელაშვილის მანდატის გაუქმებას 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 28 წინააღმდეგ წავიდა.

ელენე ხოშტარიას უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას 77-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი 9 დეპუტატი იყო.

კოლეგებმა მხარი დაუჭირეს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, კახა კუჭავას სადეპუტატო მანდატის შეწყვეტასაც.


შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებას მხარი დაუჭირეს ოპოზიციურმა პარტია „მოქალაქეებმა“. პარტიის ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საკითხზე მსჯელობისას აღნიშნა, რომ „ნათელაშვილი არის ყველაზე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი, ქართველ პოლიტიკოსებს შორის“. რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, ელისაშვილმა მისთვის მანდატის მოხსნას მხარი არ დაუჭირა, რადგან ელისაშვილის თქმით, „ის არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობის მქონე და ძალიან კარგი დეპუტატი“.

პარტია „გირჩი“ კი მიიჩნევს, რომ მანდატების შეწყვეტა „ხალხის სახელით არ ხორციელდება“, შესაბამისად, მას მხარი დეპუტატების მანდატის მოხსნის სურვილის წინააღმდეგ მხარი არ დაუჭერია.

პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომამდე, ოთხი დეპუტატის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს, ხმაურის ფონზე მხარი დაუჭირა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა.

მათი პოზიციით, ბადრი ჯაფარიძე პირველი ინსტანციის სასამართლომ თაღლითობის მუხლით მსჯავრებულად ცნო, თუმცა ხანდაზმულობის გამო საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა. მათივე პოზიციით, ამ საკითხის გათვალისწინებით, რეგლამენტზე დაყრდნობით, ჯაფარიძეს უფლებამოსილება უნდა შეწყდომოდა.

რაც შეეხება შალვა ნათელაშვილს, მან ნიიღო პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ ის დეპუტატის რანგში, მანდატის მოხსნამდე, შეძლებდა სხდომათა დარბაზში სიტყვით გამოსვლას. თუმცა, მას 13 თებერვალს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ცნობილი იყო, რომ ელენე ხოშტარია ამ დრომდე უარს ამბობდა საპარლამენტო მანდატზე.