პარლამენტში ახალი ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ იქმნება

პუბლიკა

პარლამენტში ახალი ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ შეიქმნება, რომელსაც მარიამ ჯაში უხელმძღვანელებს. ამის შესახებ დეპუტატმა ლევან კობერიძემ განაცხადა. ფრაქციაში 6 დეპუტატი იქნება – მარიამ ჯაში, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ზვიად კვაწანტირაძე და ლევან კობერიძე.

„ფრაქცია არ იქნება მიკერძოებული, გადახრილი არც ერთი პოლიტიკური ჯგუფის მხარეს, რომელიც დღეს არსებობს პარლამენტში ან პარლამენტს გარეთ,”- განაცხადა ლევან კობერიძემ.

მისი თქმით, ფრაქციის შექმნის შესახებ განცხადება დეპუტატებმა უკვე ჩააბარეს პარლამენტის კანცელარიას.

 

LB loan image desktop LB loan image mobile