საპარლამენტო უმრავლესობას მარიამ ჯაშიც ტოვებს

პუბლიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარი ჯაში საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს.

უმრავლესობის რიგები და საპარლამენტო თანამდებობები დღეს პლენარული სხდომის შემდეგ ასევე დატოვეს: თამარ ხულორდავამ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, ირინა ფრუიძემ, სოფიო ქაცარავამ. უმრავლესობა დატოვა ზაზა ხუციშვილმაც.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ჩააგდო. კენჭისყრის დაწყებამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა – 101 მომხრე, 3 წინააღმდეგი, 37-მა დეპუტატმა რეგისტრაცია გაიარა, მაგრამ პოზიცია არ დააფიქსირა.

პარლამენტის შენობასთან კენჭისყრის პარალელურად მოძრაობა „სირცხვილიას“ აქცია მიმდინარეობდა.

მოძრაობის წევრები და მათი მხარდამჭერები ამ წუთებში პარლამენტის წინ სიტყვით გამოდიან და მოქალაქეებს მობილიზაციისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, აქცია დღეს, 7 საათზე პარლამენტის წინ დაიწყება.