პარლამენტთან კარვებს შლიან – „მოთხოვნების შესრულებამდე არ დავიშლებით“

პუბლიკა

აქციაზე „დავიბრუნოთ ქვეყანა“, სადაც მოქალაქეები პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას აპროტესტებენ, კარვებს შლიან. ორგანიზატორების თქმით, აქცია არ დაიშლება, სანამ არ შესრულდება მათი მოთხოვნები.

„კარვების ქალაქს გავაშენებთ და დავრჩებით აქ მოთხოვნების შესრულებამდე“ – თქვა შოთა დიღმელაშვილმა.

შოთა დიღმელაშვილის თქმით, მათი მოთხოვნაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, პროპორციული წესით. ამასთანავე, მოითხოვენ, ვადამდელი არჩევნები დროებითმა მთავრობამ გამართოს.