პარლამენტთან პარტია „ლელოს“ ორი წევრი დააკავეს

პუბლიკა

პარლამენტის შესასვლელთან პარტია „ლელოს“ წევრები გრიგოლ გეგელია და თამაზ დათუნაშვილი დააკავეს.

ისინი პარლამენტთან ითხოვდნენ განმარტებას, რატომ არ უშვებდნენ პარლამენტის შენობაში, რის შემდეგაც სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა და ისინი დააკავეს. ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემაც განაცხადა.

„პუბლიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს დეტალების დაზუსტებას.

დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, ჩაიშალა. პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენელმა დეუტატებმა და ჟურნალისტებმა პროტესტის ნშნად ბანერები და გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტოები მიიტანეს.