პარლამენტთან „სირცხვილიას“ აქტივისტები აქციას მართავენ

პუბლიკა

„შეასრულე შეთანხმება“ – ამ მოწოდებით პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტები და მოქალაქეები აქციას მართავენ.

დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით უნდა უყაროს კენჭი საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც 8 მარტის შეთანხმების ნაწილია.

თუკი პარლამენტი დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებს, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.