„პატიმრების შეძახილები ნამდვილად არის, დავადასტურებ" - ნინო ლომჯარია

პუბლიკა

„პატიმრების შეძახილები ნამდვილად არის, დავადასტურებ”. – ამბობს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს გლდანის ციხის კლინიკაში შეხვდა.

„აცხადებს, რომ მას ეს ხმები ესმოდა პალატაშიც.  როცა იქ ვიყავი, ტელევიზორიც იყო ჩართული და არ მესმოდა, მაგრამ შესვლის დროსაც და გამოსვლის დროსაც ეს ხმაური დავაფიქსირე“, – ამბობს ლომჯარია.