პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებაშია გადაყვანილი

პუბლიკა

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც ადასტურებს, რომ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 30 დეკემბერს მსჯავრდებული/ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლიდან“ გადაყვანილია №12 პენიტენციურ დაწესებულებაში“, – ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.


საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტლიდან გადაყვანის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ  სოციალურ ქსელში ღამის 2 საათზე დაპოსტა. მალევე გავრცელდა კადრებიც, თუ როგორ შედიოდა სპეციალური კოლონა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში.