პენიტენციურის თქმით, სააკაშვილი საკვებს იღებს - ექიმი უარყოფს

პუბლიკა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა საკვები პროდუქტების, თაფლის და ნატურალური წვენის მიღება დაიწყო.

მისი განცხადება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა.

ყიფშიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს ორშაბათს დაუმზადდა სპეციალური ბარათი, რომლითაც მან შეიძინა ნატურალური წვენი და რამდენიმე ქილა თაფლი. მისი თქმით, ექსპრეზიდენტის ორგანიზმი გამოფიტვის საფრთხის წინაშე არაა.

მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში მოინახულა პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

მისი ინფორმაციით, სააკაშვილი მშრალ შიმშილობაზე არასდროს ყოფილა და ნატურალური წვენი მართლაც დალია, თუმცა ექიმი საკვები პროდუქტების მიღებას უარყოფს.

ექიმის პროგნოზით, ექსპრეზიდენტის მდგომარეობა რამდენიმე დღეში გაუარესდება.

ნიკოლოზ ყიფშიძის ინფორმაციით, სააკაშვილს ჩაუტარდა კვლევები. შედეგად მას ჯერჯერობით არ სჭირდება მედიკამენტები, თუმცა, ექიმის ვარაუდით, მომდევნო კვირიდან სხვადასხვა სახის მკურნალობა დასჭირდება.


მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. პირველივე დღიდან მან შიმშილობა გამოაცხადა. გუშინ, 8 ოქტომბერს მისმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ სააკაშვილმა წონაში 12 კილოგრამი დაიკლო.

ამავე განცხადებას გუშინვე უპასუხა პენიტენციურმა სამსახურმა, რომ სააკაშვილი თავს კარგად გრძნობს.