პირობას ვაძლევთ ივანიშვილს, თუ დარჩება შერეული სისტემა, არჩევნები ჩაიშლება – უგულავა

პუბლიკა

პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, რომ შერეული მოდელით ქვეყანაში არჩევნები არ გაიმართება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში ისაუბრა.

„ივანიშვილი მორიგ აფერისტობას გვთავაზობს. აკეთებს ისე,  თითქოს უნდა შემოიტანოს დისონანსი, წყალობას უგდებს ძირითადად პატარა პარტიებს და ამით უნდა გახლიჩოს ოპოზიცია. ვერ მიაღწევს ამას.

ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება,  ან მივიღებთ „გერმანულ მოდელს“, ან ვაძლევთ პირობას, შერეული მოდელით ქვეყანაში არჩევნები არ გაიმართება. ის არჩევნები არ ჩაითვლება, როგორც შემდგარი. შერეული არჩევნები თუ ჩაიშალა, კონსტიტუციის მიხედვით, 45 დღეში უკვე ტარდება პროპორციული არჩევნები და ამას ვეღარავინ ვეღარ აღუდგება წინ. შერეული სისტემით არჩევნები ჩაიშლება“, – ამბობს გიგი უგულავა.