თემა დახურულია, 2020 წლისთვის შერეული საარჩევნო სისტემა შენარჩუნდება – კალაძე

პუბლიკა

თემა დახურულია, 2020 წლისთვის შენარჩუნდება შერეული საარჩევნო სისტემა, – განაცხადა უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდგომ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ.

„პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წელს გადასვლა „ქართული ოცნების“ ცალმხრივი პოლიტიკური ინციატივა იყო. მიუხედავად გუნდის ხელმძღვანელობის ძალისხმევისა, სამწუხაროდ, კანონპროექტმა შესაბამისი მხარდაჭერა ვერ მიიღო. აღნიშნული შედეგი მაჟორიტარი დეპუტატების ბუნებრივ წინააღმდეგობასთან ერთად დესტრუქციული ოპოზიციის უპასუხისმგებლო ქმედებებმაც განაპირობა. მეორე – ყველასათვის ნათელია, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში არსებული განწყობების გათვალისწინებით რაიმე ახალი საკონსტიტუციო ცვლილების გარშემო 113 ხმის მობილიზების რესურსი დღეის მდგომარეობით არ არსებობს.

თემა დახურულია – 2020 წლისთვის შენარჩუნდება შერეული საარჩევნო სისტემა, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებს სრულად შეესაბამება. აქედან გამომდინარე, პოლიტიკურმა სპექტრმა მთელი თავისი ძალისხმევა არჩევნებისთვის მზადებასა და არჩევნების მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით გამართვისკენ უნდა მიმართოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.