რა შემთხვევაში არ დააყენებს „ოცნება“ თავის მაჟორიტარ კანდიდატებს – უმრავლესობის გადაწყვეტილება

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე პარტია „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ისაუბრა.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, არ დავაყენოთ ჩვენი კანდიდატები, იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ორი ძირითადი ფრთისა და მისი დანამატების გარდა დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება გამარჯვების რეალური შანსი. შედეგად ვუზურნელყოფთ მომავალი პარლამენიტის მაქსიმალურ მრაფალფეროვნებას“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა „ქართული ოცნების“ ცალმხრივი პოლიტიკური ინიციატივა იყო. მიუხედავად ძალისხმევისა, შესაბამისი მხარდაჭერა ვერ მიიღო.

„ყველასთვის ნათელია, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში არსებული განწყობის პირობებში 113 ხმის მობილიზების რესურსი არ არსებობს ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის.  ენმ გვთავაზობს გერმანულ მოდელს, რომელიც თითქოს არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. ენმ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. როგორც მოგეხსენებათ, საპარლამენტო უმრავლესობაში, რომელიც სრულ მაჟორიტარულზე გადასვლის ინიციატივით გამოდის, ჩვენ ისინი დავარწმუნეთ, რომ ვერც ერთ ახალ ინიციატივას ვერ განვიხილავთ. შევთანხმდით, რომ ისინი გააგრძელებენ ამ მიმართულებით მუშაობა“, –განაცხადა კალაძემ.