პირველადი ინფორმაციით, არავითარი არამიზნობრივი ხარჯი არ იკვეთება - კობახიძე პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებზე

პუბლიკა

„რაც შეეხება ხარჯებს, რომელიც დაკავშირებულია პატრიარქის დაკრძალვასთან, რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ არამიზნობრივი ხარჯი იყო გაწეული. ამასთან დაკავშირებით მე პირველადი ინფორმაცია მაქვს მთავრობის ადმინისტაციიდან. პირველადი ინფორმაციით, არავითარი არამიზნობრივი ხარჯი არ იკვეთება. უფრო მეტიც, ბევრად მეტი იყო გამოყოფილი თანხა და ამ თანხის დიდი ნაწილი უკან დაბრუნდა.

თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ არის საზოგადოებრივი ინტერესი და იყო არაერთი განცხადება ამ საკითხზე, ჩვენ თავს ვალდებულად მივიჩნევთ, რომ საზოგადოებას ამ საკითხთან დაკავშირებით გავუზიაროთ დეტალური ინფორმაცია და ამას უახლოეს მომავალში გავაკეთებთ.

ჯერ თქვენ გაგიზიარებთ ინფორმაციას და თუ კიდე რაიმე შეკითხვა დარჩება, შეგიძლიათ, გამოძიებას მიმართოთ.