POLITICO-ს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გარემოცვის ოთხმა მაღალჩინოსანმა ზელენსკის ოპონენტებთან საიდუმლო მოლაპარაკება გამართა.
გამოცემა სამ უკრაინელ პარლამენტარსა და აშშ-ის რესპუბლიკელი საგარეო პოლიტიკის ექსპერტზე დაყრდნობით წერს, რომ მოლაპარაკებები გაიმართა იულია ტიმოშენკოსთან.
დისკუსიები შეეხებოდა საკითხს, ჩატარდეს უნდა თუ არა უკრაინაში სწრაფი საპრეზიდენტო არჩევნები.
POLITICO-ს მიხედვით, არჩევნები ჭიანურდება ქვეყანაში არსებული საომარი ვითარების გამო. არჩევნების ჩატარების კრიტიკოსები ამბობენ, რომ, როცა ამდენი პოტენციური ამომრჩეველი ფროტნის ხაზზეა ან ლტოლვილია, არჩევნები შეიძლება იყოს ქაოსური და მასში რუსეთის ხელი ერიოს.
როგორც POLITICO წერს, ტრამპის თანაშემწეები დარწმუნებული არიან, ომით გამოწვეული დაღლილობის და გავრცელებულ კორუფციაზე საზოგადოების იმედგაცრუების გამო ზელენსკი ხმებს დაკარგავს.
ზელენსკის რეიტინგი წლების განმავლობაში იკლებს, თუმცა ოვალურ კაბინეტში მომხდარის შემდეგ მისი მაჩვენებლები გაიზარდა. უახლესი გამოკითხვები აჩვენებს, რომ ზელენსკი საპრეზიდენტო რბოლაში წინაა.
იმის მიუხედავად, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ არ ერევა უკრაინის შიდა პოლიტიკაში, მისი ოფიციალური პირების საქციელი საპირისპიროზე მეტყველებს.
POLITICO-ს მიხედვით, სანამ ტრამპს იმედი აქვს, რომ არჩევნები ზელენსკის ჩაძირავს, ზელენსკი ტიმოშენკოსა და პოროშენკოზე ბევრად პოპულარულია.
განახლება:
იულია ტიმოშენკომ და პეტრო პოროშენკომ დაადასტურეს Politico-ს ინფორმაცია რომ ტრამპის გუნდის წევრებს მათ უკრაინაში ახალ არჩევნებთან დაკავშირებით კომუნიკაცია ჰქონდათ.
ორივე მათგანმა განაცხადა, რომ წინააღმდეგია არჩევნების დანიშვნის, სანამ ქვეყანაში ომია.
„უკრაინამ და პრეზიდენტმა ზელენსკიმ მკაფიოდ განაცხადეს, რომ მზად არის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებისთვის პრეზიდენტ ტრამპის ლიდერობის ქვეშ.
„ბატკივშინას” გუნდი აწარმოებებს მოლაპარაკებებს პატრნიორებთან, რათა დავეხმაროთ მშვიდობის უზრუნელყოფაში რაც შეიძლება მალე.
მანამდე, და ამაზე არაერთხელ მილაპარაკია, უკრაინაში არჩევნების ჩატარება განხილვის თემა არც უნდა იყოს”. – დაწერა იულია ტიმოშენკომ.
პეტრო პოროშენკომ განაცხადა:
„ჩვენი გუნდი ყოველთვის იყო და არის ომის დროს არჩევნების წინააღმდეგი. […]
ჩვენ [პოროშენკომ და ტრამპის წარმომადგენლებმა] ვისაუბრეთ და ვთქვით, რომ არჩევნები შესაძლებელია ცეცხლის შეწყვეტისა და უკრაინის უასფრთხოების გარანტიებით სამშვოდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, რაც საომარ მდგომარეობას დაასრულებს. აქედან 180 დღეში ქვეყანაში უნდა ჩატარდეს თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეების ნების გამოხტვას და დაიმსახურებს თავისუფალი სამყაროს ნდობას”.