პრემიერი წამყვან როლს უნდა ასრულებდეს სიტუაციის დაწყნარებაში - დეგნანი ღარიბაშვილზე

პუბლიკა

აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი წამყვან როლს უნდა ასრულებდეს სიტუაციის დაწყნარებაში. მისი თქმით, გულდასაწყვეტი იყო, რადგან ბოლო დღეებში საზოგადოებამ ვერ ნახა მისი ძლიერი ლიდერობა. კელი დეგნანმა ეს ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. ჟურნალისტმა ელჩს ჰკითხა, ხომ არ წაახალისა პრემიერმა ღარიბაშვილმა 5 ივლისს მომხდარი ძალადობა.

„პრემიერ-მინისტრი წამყვან როლს უნდა ასრულებდეს სიტუაციის დაწყნარებაში, როდესაც ძალადობას აქვს ადგილი და გმობდეს ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ჟურნალისტების წინააღმდეგ, ამიტომ, გულდასაწყვეტი იყო, რომ იმ დღეებში ვერ ვნახეთ უფრო ძლიერი ლიდერობა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.