მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ვაჟა სირაძე ესწრებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„შეხვედრა გვქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საქართველოში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვებზე. მოგვეცა დავალება და საპატრულო პოლიცია განაგრძობს საგანგებო რეჟიმში 24-საათიან მონიტორინგს, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.
მისივე თქმით, გრძელდება მკაცრი კონტროლი სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზეც.