პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გახარიასა და ზურაბიშვილს შორის შეხვედრა გაიმართა

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გახარიასა და სალომე ზურაბიშვილს შორის შეხვედრა გაიმართა. ინფორმაცია შეხვედრაზე თავდაპირველად ტელეკომპანია „მთავარმა“ გაავრცელა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნულ ფაქტს ადასტურებენ და ამბობენ, რომ მსგავსი შეხვედრები ხშირად იმართება პრეზიდენტსა და პრემიერს შორის.

მედიისთვის პრეზიდენტისა და პრემიერის შეხვედრა განსაკუთრებით საინტერესო გიორგი რურუას საქმის გამოა. გუშინ გიორგი რურუას სასამართლომ 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ პრეზიდენტს არაერთმა ევროპელმა და ამერიკელმა პოლიტიკოსმა მოუწოდა გიორგი რურუას შეწყალებისკენ.

ტელეკომპანია „მთავარის“ თანადამფუძნებელ გიორგი რურუასთვის ოთხწლიანი პატიმრობის მისჯას შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში გამოუხმარა.  „ამერიკის ხმის” შეკითხვის პასუხად, თუ როგორ აფასებს ის ამ ნაბიჯს, სენატორი აცხადებს, რომ სასამართლო სისტემა არ უნდა იქნას გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის.

„არჩევნების მოახლობასთან ერთად, პოლიტიკური კლიმატის პოლარიზების შემცირების ინტერესიდან გამომდინარე, როგორც გიორგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევებში გააკეთა, სალომე ზურაბიშვილმა ასევე უნდა შეიწყალოს ბატონი რურუა“. – განაცხადა რიშმა.