საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი პატრიარქს, ილია II-ს შეხვდა.
ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს საპატრიარქოში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა პატრიარქს ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყების შესახებ თავისი ინიციატივა გააცნო, რაზედაც პატრიარქს კურთხევა სთხოვა.