პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ხელახალი ინიცირება შეუძლიათ – ეკა ბესელია

პუბლიკა

ოპოზიციური პარტიების შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან. მისი თქმით, ხელისუფლებას შეუძლია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ხელახალი ინიცირება, თუ მოინდომებს.

„ხელისუფლებას აქვს ცოტა დრო, რომ შეცვალოს დღევანდელი გადაწყვეტილება. ხელისუფლებას შეუძლია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ხელახალი ინიცირება, თუ მოინდომებს. „ქართული ოცნების“ არჩევანია, რომ პარლამენტიდან გადაიტანოს ქუჩაში პროცესები, თუმცა მგონია, ქუჩის წინააღმდეგობის გაძლების რესურსი ამ ძალას არ აქვს, რადგან ის დამაზიანებელია როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ქვეყნისთვის. ხელისუფლებას ამ ცვლილებებისთვის მიეცემა დრო. ეს დრო ცოტა არაა მაგრამ საკმარისია“, – თქვა ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, აუცილებელია რომ საზოგადოებრივი პროტესტი რათა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღოს ეს ცვლილებები.

 

LB loan image desktop LB loan image mobile