პრორუსული პარტია „ალტ ინფო" არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

პუბლიკა

პრორუსული, ძალადობრივი პარტია – „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფო“ ცესკომ დაარეგისტრირა და არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას პარტიის ლიდერი, კონსტანტინე მორგოშია ავრცელებს.

„კონსერვატიულმა მოძრაობა/ალტ-ინფომ” სისტემური ზეწოლის პირობებში საარჩევნო რეგისტრაცია წარმატებით გაიარა და 2024 წლის არჩევენებში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო სუბიექტის სტატუსი მოიპოვა.

გილოცავთ თანამბერძოლებო, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც ნდობა გამოგვიცხადა, წინ დიდი გამარჯვება გველოდება”- წერს მორგოშია.


„კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფომ” ცესკოში ხელმოწერები 22 მარტს შეიტანა. პარტიის ლიდერების თქმით, შეგროვებული ჰქონდათ 50 ათასი ხელმოწერა – 2-ჯერ მეტი, ვიდრე საჭიროა, რათა პარტია საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირებულიყო.

პრორუსულმა, ძალადობრივმა ჯგუფმა „ალტ ინფომ” პარტია 2021 წლის 20 ნოემბერს დააფუძნა. პარტიის სახელია „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფო”.

„ალტ ინფო” იყო 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორი. ჩადენილი დანაშუალებისთვის ისინი დღემდე დაუსჯელები არიან.

„ალტ ინფომ” ჩაშალა 2023 წლის 8 ივლისს, „ლისი ვანდერლენდში” დაგეგმილი ლგბტქ ფესტივალი, პრაიდ ფესტი. პასუხი მათ არც ამ დღისთვის უგიათ.

„ალტ ინფო” ავცელებს რუსულ, ანტიდასავლურ პროპაგანდას და დეზინფორმაციას.