პუტინმა გაზის რუბლში გაყიდვაზე განკარგულებას ხელი მოაწერა

პუბლიკა

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „არამეგობრულ ქვეყნებთან“ გაზით ვაჭრობის წესების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. განკარგულება ძალაში 1 აპრილიდან შევა.

რუსული მედიის ცნობით, განკარგულებაში წერია, რომ რუსეთისგან გაზის შესაძენად აღნიშნულმა ქვეყნებმა რუსულ ბანკებში ანგარიშები უნდა გახსნან.

„ჩვენ არავინ არაფერს უფასოდ არ გვაძლევს, ჩვენც არ ვაპირებთ ქველმოქმედებას. ანუ, მოქმედი კონტრაქტები შეჩერდება“, – განაცხადა პუტინმა.

ვლადიმირ პუტინმა 23 მარტს მთავრობას და ცენტრალურ ბანკს მისცა ერთი კვირის ვადა, რათა გაარკვიონ ელექტროენერგიის საფასურის გადახდის რუსულ რუბლში გადაყვანის შესაძლებლობები.

ხოლო „გაზპრომს“ კონტრაქტში შესაბამისი ცვლილების შეტანა დაევალა.