ქაბულში ჩარჩენილი 22 ქართველი გამოყვანას ითხოვს - ხოშტარია

პუბლიკა

„დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, ქაბულში მყოფი საქართველოს 22 მოქალაქე ქვეყნიდან გამოყვანას ითხოვს.

„ SOS – ქაბულში არის ჩარჩენილი 22 ქართველი, ვინც ითხოვს გამოყვანას. ხვალ აეროპორტი იკეტება ჩემი ინფორმაციით“, – წერს ელენე ხოშტარია.

„პუბლიკა“ ავღანეთში მყოფი ქართველების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. სამინისტრომ მოგვიანებით განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ქართული მხარე მუშაობს, რომ ქაბულიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია უკრაინული საჰაერო ბორტებით მოხდეს.


დღეს, 15 აგვისტოს, თალიბანის მებრძოლები ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შევიდნენ. ინფორმაციას საერთაშორისო მედიები ავრცელებდნენ და წერდნენ, რომ ქალაქში თალიბანის მებრძოლები „ყველა მხრიდან“ შედიოდნენ.

ცოტა ხნის წინ BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყანა და ტოვეს პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა. ქალაქიდან უცხოელი დიპლომატების ევაკუაცია გრძელდება. ასევე, BBC იუწყება, რომ ხალხი დედაქალაქს მანქანებით ტოვებს, რამაც გზებზე დიდი საცობები გამოიწვია.