ქართველებს არ სურთ, რომ რუსეთის საკუთრება იყვნენ, ირაკლის სურს - კინზინგერი კობახიძეზე

პუბლიკა

„ირაკლი კობახიძე ახლა მთლიანად იხსნის ნიღაბს. ქართველებს არ სურთ, რომ რუსეთის საკუთრება იყვნენ, ირაკლის სურს“,- ამის შესახებ „ტვიტერში“ ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი წერს.

ამით კინზინგერი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის საქართველოში ვიზიტზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებებს გამოეხმაურა.

კობახიძემ განაცხადა, რომ  ქვეყანა არ უერთდება სანქციებს და საბაჟო სამსახური მხოლოდ ოკუპაციის შესახებ კანონით ხელმძღვანელობს. მისივე თქმით, ოჯახის წევრების სანქცირება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების სტანდარტებს.

სალომე ზურაბიშვილის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ მან განაცხადა, რომ პრეზიდენტს არავინ ეკითხება თავად რაზე ისაუბრებს და მას არ აქვს უფლება ხალხის სახელით ილაპარაკოს.