avatar
ირაკლი ზარქუა
მე არ ვარ იმის მომხრე, რომ აპრიორი უნდა აშენდეს ან არ აშენდეს [ჰესი]. ეკოლოგისტებს რომ დავუთმოთ ეს ქვეყანა, არაფერი არ ააშენოთ, ფაუნა-ფლორაში ვიცხოვრებთ, მაგრამ მეორე მხრივ, ეკონომიკა არ გვექნებოდა. დღეს 50- მილიარდიანი ეკონომიკა გვაქვს და არ გვყოფნის... ამიტომ გვინდა, რომ ყველა ნიუანსი, ყველას ინტერესი იყოს დაბალანსებული და არა ცალმხრივად ან იქით, ან აქეთ.

ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.