რა ეღირება Onerepublic-ის კონცერტის ბილეთები

პუბლიკა

Black Sea Arena OneRepublic-ის კონცერტის ბილეთების საფასო კატეგორიებს აქვეყნებს.

ბილეთების ფასი 145 ლარიდან იწყება, VIP ზონის ბილეთი 550 ლარი, ხოლო Star Ring-ის 220 ლარი ღირს.

მსმენელებს ასევე შეუძლიათ 165, 220 და 280 ლარიანი ბილეთების შეძენა.

ბილეთების გაყიდვა ხვალ 10:00 საათიდან BSA.ge-სა და TKT.ge-ზე დაიწყება.

BSA.ge-ზე მსმენელებს მხოლოდ Star Ring-ის ბილეთების შეძენა შეეძლებათ, ხოლო TKT.ge-ზე ნებისმიერი კატეგორიის.

OneRepublic-ის კონცერტი 10 მაისს გაიმართება.

გარდა OneRepublic-ისა Starring Georgia-ს ფარგლებში საქართველოში  კონცერტს Scorpions და Jungle გამართავენ.

Black Sea Arena-მ Starring Georgia-ს კამპანია საქართველოში მთავრობის გადაწყვეტილებით დაიწყო – ადმინისტრაციის ცნობით, კამპანიის მთავარი მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა. Black Sea Arena-ს სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ტარდება.

მთავრობამ მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების 2-წლიანი პროგრამის დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 70 მილიონი ლარი გამოყო.