რა კარგი იქნებოდა, რომ ასი ივანიშვილი იყოს, რა ბედნიერი იქნებოდა ჩვენი ქვეყანა - ინჯია

პუბლიკა

„რა კარგი იქნებოდა, რომ ასი ივანიშვილი იყოს, რა ბედნიერი იქნებოდა ჩვენი ქვეყანა“,- განაცხადა დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დღეს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს განიხილავენ.

„ებრძვიან ადამიანს, რომელმაც მილიარდები მოუტანა საქართველოს და ჩადო ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა სახით, როგორც ერთი ხელისუფლების პირობებში, ასევე, წინა ხელისუფლების პირობებში. ადამიანს, რომელსაც მილიარდები აქვს საქართველოში შემოტანილი და ადამიანებს, გარკვეულ ჯგუფს, რომლებსაც მილიარდები აქვთ გატანილი საქართველოდან, ხმასაც არ იღებენ და არცერთ რეზოლუციაზე ამაზე საუბარი არ არის.

თქვენ წარმოიდგინეთ, რომ საქართველოში დღეს იყოს ასი ბიძინა ივანიშვილი, ასი და იგივე გზას ადგეს, იმავეს აკეთებდეს, რასაც აკეთებს ბიძინა ივანიშვილი. როგორი იქნება ჩვენი საქართველო? აქ ჩვენმა მეგობარმა, არმაზმა თქვა, მიდიან საქართველოდან, კი, მიდიან. არის ეს ტენდენცია, მაგრამ ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს ხალხი არ წავიდეს, აი, როცა იქნება ასი, როგორც ბიძინა ივანიშვილი, ეს ხალხი არ წავა. არ წავა ეს ხალხი მაშინაც, თუ ჩვენი პარლამენტი, ხელისუფლება მიიღებს ისეთს კანონებს, მისაღები იქნება იქ წასული, გაქცეული, თუნდაც ქართველები, რომლებიც ითხოვენ და უნდათ ჩამოსვლა…“,- განაცხადა ინჯიამ.

*****

კანონპროექტი უკრაინული კანონის ზუსტი ანალოგია.

კანონპროექტი განსაზღვრავს პირის მონაწილეობას პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში; აქვს თუ არა მას მნიშვნელოვანი გავლენა მასმედიაზე; მონოპოლისტურ საქმიანობას; ასევე განისაზღვრება, რა რაოდენობის თანხას უნდა ფლობდეს ის. ამ კრიტერიუმებიდან სამი არის საკმარისი, რომ პირი მიჩნეული იქნეს ოლიგარქად.

ოლიგარქთა რეესტრის შექმნის ფუნქცია პარლამენტს დაეკისრება.

კანონპროექტი არ გაითვალისწინებს კონკრეტულ სახელსა და გვარებს, რადგან, უმრავლესობის შეფასებით, ნონსენსია, რომელიმე კანონი კონკრეტულ სახელებზე აიგებოდეს.

LB loan image desktop LB loan image mobile