რაც ჩვენი ფინანსები სასაუბრო თემა გახდა, გადმორიცხვებმა მკვეთრად იმატა - მარიტა მუსელიანი

პუბლიკა

მოძრაობის – “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” – აქტივისტი, მარიტა მუსელიანი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც მათ ფინანსები სასაუბრო თემა გახდა, გადმორიცხვებმა იმატა.

“ჩვენთვის აუდიტი სავალდებულო არ არის. ვაპირებდით ანგარიშების და ხარჯის  პირდაპირ გამოქვეყნებას. მერე გაირკვა რომ ეს ძალიან დიდი მასალაა და ყველაზე სწორი და კარგი ფორმა არის აუდიტი. რომლის დასკვნაც არავითარ შეკითხვას არ დატოვებს”. – თქვა მან.

“მას შემდეგ რაც ჩვენი ფინანსები სასაუბრო თემა გახდა, მკვეთრად იმატა გადმორიცხვებმა”. – ამბობს მუსელიანი.