Reuters: ჩინეთის საელჩოში აცხადებენ, რომ არასოდეს სმენიათ რუსეთის დახმარების თხოვნის შესახებ

პუბლიკა

ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს სპიკერმა ამერიკულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უპასუხა, რომლის მიხედვითაც რუსეთმა პეკინს უკრაინის წინააღმდეგ ომში დახმარება სთხოვა.

Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ში ჩინეთის ელჩის თქმით, მას მსგავსი თხოვნის შესახებ არაფერი სმენია და ჩინეთის პრიორიტეტია, რომ უკრაინაში ვითარება კონტროლის მიღმა არ გავიდეს. „უკრაინაში არსებული სიტუაცია მართლაც შემაშფოთებელია”, – თქვა მან ელფოსტით გამოგზავნილ პასუხში Reuters-ის შეკითხვაზე.

აშშ-ის ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთმა ჩინეთს სთხოვა, მიეწოდებინა სამხედრო აღჭურვილობა და დახმარებოდა უკრაინასთან ომში. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. ოფიციალური პირების თქმით, რუსეთმა ჩინეთს ეკონომიკური დახმარებაც სთხოვა, რათა შეამციროს ის ზარალი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას ევროპისა და აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო მიადგა.