რუმინეთის პრეზიდენტი მხარს უჭერს უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას

პუბლიკა

რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისი აცხადებს, რომ მხარს უჭერს კრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

„მომავალ კვირას, ევროპის საბჭოზე უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს ევროინტეგრაციის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია ჩვენი ღირებულებების ირგვლივ ძლიერი და მტკიცე ფარის ასაგებად. საუბარია ჩვენს შესაძლებლობებზე, შევქმნათ უსაფრთხოება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში. ყოყმანისთვის დრო აღარ რჩება“, – განაცხადა იოჰანისმა.

რუმინეთის პრეზიდენტმა დღეს საფრანგეთის, იტალიის, გერმანიისა და უკრაინის ლიდერებთან ერთად კიევში ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა.