რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ნაციონალისტმა ჯორჯ სიმიონმა გაიმარჯვა

პუბლიკა

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა ჯორჯ სიმიონმა, მემარჯვენე ნაციონალისტმა კანდიდატმა, რომელიც უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის მიწოდებას ეწინააღმდეგება და სკეპტიკურადაა განწყობილი ევროკავშირის მიმართ.

ჯორჯ სიმონმა ხმების 40,96% აიღო. მეორე ადგილზე ბუქარესტის მერი, ნიკუსორ დენი გავიდა ხმების 21%-ით.

მეორე ტური 18 მაისს გაიმართება.


რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების თავდაპირველი კენჭისყრის შედეგები 2024 წლის ნოემბერში საკონსტიტუციო სასამართლომ გაუქმებულად ცნო საარჩევნო დარღვევებისა და რუსეთის ჩარევის ბრალდებების შემდეგ.

მაშინ გამარჯვებულად ულტრამემარჯვენე და რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილი კალინ ჯორჯესკუ გამოცხადდა.

26 თებერვალს კალინ ჯორჯესკუ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის თავიდან წარდგენას აპირებდა, რა დროსაც პოლიციამ დააკავა ფაშისტური ჯგუფების ხელშეწყობისა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით.

რუმინეთის ცენტრალურმა საარჩევნო ბიურომ ჯორჯესკუს ახალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა.