რუსუდან გოცირიძე: წესის აგება ნუგეში და იმედია მგლოვიარეთათვის

პუბლიკა

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე ეხმაურება საქართველოს ეკლესიის უარს გარდაცვლილი „ბიბლიურ თავისუფლების“ ყოფილი წევრისთვის წესის აგებაზე.

„წესის აგება სხვა არაფერია, თუ არა ნუგეში და იმედი მგლოვიარეთათვის. ერთერთი ყველაზე საშური და აუცილებელი საქმე ღვთისმსახურისავის“, – აცხადებს რუსუდან გოცირიძე.

„სიკვდილი არის სარკმელი ერთი განზომილებიდან მეორეში.

უცნაურები ვართ ადამიანები, როცა ამ სამყაროსი ვერ გაგვიგია სწორად და იქითა სამყაროს აღვწერთ და წესებში ვატევთ დიდის სიზუსტითა და მოწადინებით. ეს დალოცვილი საღვთო წერილიც იმას ამბობს, რომ სამიაო მნიშვნელოვანი – რწმენა, იმედი და სიყვარული და აქედან მხოლოდ ერთი – სიყვარულია მარადიული, რაც ამ სოფლადაც გვჭირდება და იქაც მიგვყვება… აქ რჩება მხოლოდ რწმენა იმისა, რომ საყვარელ ადამიანს, რომელსაც დღეს ვემშვიდობები, ოდესმე შევხვდები და იმედი ღვთის დიდი სიყვარულისა, რომ აქედან წასულს უფალი ჩაიკრავს გულში.

წესის აგება სხვა არაფერია, თუ არა ნუგეში და იმედი მგლოვიარეთათვის. ერთერთი ყველაზე საშური და აუცილებელი საქმე ღვთისმსახურისავის.

ღვთის საამებლად შექმნილი ყველაზე მნიშვნელოვანი წესიც კი, თუკი ის უიმედობასა და სასოწარკვეთილებაში მარტოს ტოვებს ადამიანს, არც ღვთისათვისაა საამო, რადგან “ შაბათი შეიქმნა ადამიანთათვის და არა ადამიანი შაბათისათვის!” – “ სიკეთის კეთება გვმართებს შაბათ დღეს, თუ ბოროტისა?”

სიკვდილი არ ემორჩილება არც ერთ კანონს. მისთვის არ არსებობს მოყმე და მხცოვანი, სუსტი და ძალგულოვანი. ამისი ყველაზე ნათელი დადასტურება ისაა, რომ ამ ყველაფერს ვსაუბრობთ 24 წლის ახალგაზრდა ყმაწვილის მოულოდნელი სიკვდილის გამო. და ჩვენ მაინც ვახერხებთ წესებისა და კანონების მოშველიებით ნუგეშზე უარს ვეუბნებით მის ოჯახს.

P. S. როცა დედა გარდამეცვალა, მის სასახლესთან სხვადასხვა დენომინაციის, სხვადასხვა რელიგიის ადამიანებმა წაიკითხეს გამოსათხოვარი ლოცვაები… ყველა ეს ლოცვა იყო ჩვენი გამხნევება, ჩვენი ნუგეშისცემა და გამოთხოვება… ძალიან ლამაზი და ამაღლებული გამოცდილება იყო ყველასთვის, ვინც ამისი მოწმე გახდა“, -აცხადებს რუსუსან გოცირიძე.

LB loan image desktop LB loan image mobile