რუსული ავიაკომპანია Red Wings-ის გვერდზე აფხაზეთი ცალკე ქვეყანადაა მითითებული

პუბლიკა

რუსული ავიაკომპანია Red Wings-ის საიტზე ქვეყნების ჩამონათვალში საქართველოს ოკუპირებული რეგიონი, აფხაზეთი ცალკე ქვეყანად არის მითითებული. ქვეყნების სიაში საქართველო არ არის.

Red Wings-ის ვებგვერდზე აფხაზეთის რამდენიმე ქალაქია მითითებული: სოხუმი, გაგრა, გუდაუთა, ბიჭვინთა და სხვა. მიუხედავად ამისა, საიტიდან ბილეთების ყიდვა ჯერჯერობით შეუძლებელია.

Red Wings-მა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების ნებართვა სააგენტოდან 19 მაისს მიიღო. რუსეთიდან საქართველოში ფრენებს უკვე ასრულებს რუსული კომპანია „აზიმუტი“. თავდაპირველად „აზიმუტსაც“ საქართველოს ოკუპირებული რეგიონები საქართველოს ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჰქონდა მითითებული, თუმცა, მოგვიანებით ქვეყნების სიიდან ამოიღო.

10 მაისს ცნობილი გახდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახალი განკარგულება, რომლის მიხედვითაც საქართველოსთან სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდა, ასევე, რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა.