სააპელაციოს გადაწყვეტილება ცნობილია - ჩიქობავა და ხასაია პატიმრობაში რჩებიან

პუბლიკა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია – აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია პატიმრობაში რჩებიან.

სააპელაციო ინსტანციამ სარჩელი განუხილველად დატოვა.

რა შესაძლებლობა რჩება პატიმრობის შეცვლის – პროკურატურას აქვს უფლებამოსილება, მიმართოს პირველ ინსტანციას აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ პროკურატურამ დაასახელა 2 პირობა [დანაშაულის აღიარება, ზიანის ანაზღაურება], რისი შესრულების შემთხვევაშიც თანახმა იქნებიან დააყენონ შუამდგომლობა პატიმრობის უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლაზე.


ჩიქობავა და ხასაია 23 იანვარს გამოსახლების წინააღმდეგ აქციაზე დააკავეს. მათ პროკურატურა აღსრულების ბიუროს მანქანის დაზიანებას ედავება.

ამ დღეს შსს-მ 18 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა. ამ დრომდე გამოცხადებული გადაწყვეტილებებით, მათ სასამართლო 2000-ლარიან ჯარიმას აკისრებს.

2 თებერვალს, პარასკევს, 18:00 საათზე ზანდუკელის N2-ის ეზოში გაიმართება ღონისძიება, სადაც მოქალაქეები შეაგროვებენ თანხას დაკავებული, ფიზიკურად დაზიანებული და დაჯარიმებული აქციის მონაწილეებისთვის.

4 თებერვალს დღის 3 საათზე კი გაიმართება მარში – „შეჩერდეს გამოსახლებები!”.