საგარეოში განმარტავენ, რატომ არ ეკიდა აეროპორტში ევროკავშირის დროშა ბერბოკის დახვედრისას

პუბლიკა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით პირველად ჩამოვიდა.

აეროპორტში მას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე დახვდა. უწყების ცნობით, თავად მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში იმყოფებოდა.

აეროპორტიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ფოტოში ჩანს, რომ ბერბოკთან დახვედრისას მხოლოდ საქართველოსა და გერმანიის დროშაა დამონტაჟებული, ევროკავშირისა კი – არა.

როგორც სამინისტროში „პუბლიკას“ უთხრეს, „ორმხრივი ვიზიტის დროს იკიდება მხოლოდ ორი, სტუმრისა და მასპინძლის დროშები“.

ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილი. ანალენა ბერბოკს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. გერმანელი დიპლომატი ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ანალენა ბერბოკმა პირველი შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში გამართა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა საქართველოში ვიზიტამდე ოფიციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ არის მცდელობები, საქართველომ პროევროპულ კურსს გადაუხვიოს.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანმა, კახა კალაძე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადების შესახებ განაცხადა, რომ „ეს ადამიანი რეალობას აცდენილია“.