საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშორმლების ნაწილის გაფიცვას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ კომპანიის ირგვლივ განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს სახელმწიფოს მხრიდან მშრომელთა უფლებების დაცვის კუთხით აქტიური პოლიტიკის განხორციელების საჭიროებას.
ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება შრომის კანონმდებლობის რეალიზება, მათ შორის, საჯარო და კერძო სექტორში კვლავ პრობლემურია ისეთი საკითხები, როგორიცაა
- ზეგანაკვეთური სამუშაოს ხანგრძლივობა და ანაზღაურების გარეშე მისი შესრულება; ანაზღაურებადი შვებულების სრულად გამოუყენებლობა;
- ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების სრულად აუნაზღაურებლობა კერძო სექტორში;
- შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დარღვევებით და სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება;
- შრომით ურთიერთობებში სხვადასხვა საფუძვლით დისკრიმინაცია და სხვა.
„ევოლუშენ ჯორჯიას” ირგვლივ განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს სახელმწიფოს მხრიდან მშრომელთა უფლებების დაცვის კუთხით აქტიური პოლიტიკის განხორციელების საჭიროებას.
საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება შრომის კანონმდებლობის რეალიზება, მათ შორის, საჯარო და კერძო სექტორში კვლავ პრობლემურია ისეთი საკითხები, როგორიცაა ზეგანაკვეთური სამუშაოს ხანგრძლივობა და ანაზღაურების გარეშე მისი შესრულება; ანაზღაურებადი შვებულების სრულად გამოუყენებლობა; ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების სრულად აუნაზღაურებლობა კერძო სექტორში; შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დარღვევებით და სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება; შრომით ურთიერთობებში სხვადასხვა საფუძვლით დისკრიმინაცია; პროფესიული კავშირების ნაკლებობა და, არსებობის შემთხვევაში, მათი წარმომადგენლებისთვის საქმიანობაში ხელშეშლა; ღირსეული მინიმალური ხელფასის არარსებობა; შრომით ურთიერთობებში სოციალური გარანტიების ნაკლებობა; შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დაცვის ეფექტიანი ზედამხედველობის სისტემის გაუმჯობესების საჭიროება.
ამის გამო, სამწუხაროდ, ხშირად, მშრომელებს საბაზისო შრომითი პირობებისთვის უკიდურესად მძიმე მეთოდებით უწევთ ბრძოლა, სახელმწიფო კი, რიგ შემთხვევებში, ნაცვლად შრომითი უფლებების დაცვისა, თავად გვევლინება დასაქმებულთა უფლებების დამრღვევად.
საია წლებია იცავს ადამიანებს, რომელთა შრომის უფლებაც ირღვევა, მოცემულ შემთხვევაშიც ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც ადამიანები ღირსეული შრომითი პირობებისთვის იბრძვიან. სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას ვუცხადებთ „ევოლუშენ ჯორჯიას” გაფიცულ თანამშრომლებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
საია მოუწოდებს:
შპს „ევოლუშენ ჯორჯიას”
– აქტიურად ითანამშრომლოს გაფიცულებთან მათთვის ღირსეული და უსაფრთხო შრომის პირობების შექმნის მიზნით;
შრომის ინსპექციას
– დროულად შეისწავლოს „ევოლუშენ ჯორჯიას” მიერ შრომის კანონმდებლობის დარღვევის შესაძლო ფაქტები და ჰქონდეს ეფექტიანი რეაგირება მათზე;
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს
– დროულად შეისწავლოს „ევოლუშენ ჯორჯიას” მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტები და ჰქონდეს ეფექტიანი რეაგირება მათზე.
„აქვე, ყველა აქტორს შევახსენებთ, რომ გაფიცვის უფლების განხორციელბისთვის უკანონოდ ხელის შეშლა, ან/და პირის იძულება, თავი შეიკავოს გაფიცვისგან, წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს”, – წერს ორგანიზაცია.
12 ივლისიდან „ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა.
გაფიცულები ხელფასის ზრდას, შრომითი პირობების გაუმჯობესებას, ბულინგში, რასიზმში, სექსიზმში მხილებული მენეჯერების სამსახურიდან დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებასა და დამწყებ თანამშრომლებთან უვადო ხელშეკრულებების გაფორმებას მოითხოვენ.
თანამშრომლების გაფიცვას წინ უძღოდა „მაუწყებლის“ მიერ გავრცელებული „სქრინშოთები“ „ევოლუშენ ჯორჯიას“ მენეჯერების სამუშაო ჩათიდან, სადაც ისინი თანამშრომლებს გარეგნობის, კანის ფერის, ფრჩხილების სიგრძის გამო დასცინოდნენ, იყენებდნენ სექსისტურ, რასისტულ და დისკრიმინაციულ ენას.
კომპანიის გაფიცული თანამშრომლების თქმით, მენეჯერებს მათ მიმართ რეალური ურთიერთობისასაც იგივენაირი დამოკიდებულება აქვთ.
23 ივლისს „ევოლუშენ ჯორჯიამ” განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ გავრცელებული ინფორმაცია თანამშრომლების მიმოწერასთან დაკავშირებით „კატეგორიულად მიუღებელია“ და ამის გამო „ინციდენტში მონაწილე პირები ტოვებენ „ევოლუშენის“ გუნდს“.