სახალხო დამცველობა ადვოკატ ალექსანდრე კობაიძესაც სურს

პუბლიკა

ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ საკუთარი კანდიდატურა სახალხო დამცველის პოზიციაზე წარადგინა.

მან შესაბამისი დოკუმენტები პარლამენტს დღეს ოფიციალურად წარუდგინა.

„სახალხო დამცველო უნდა იყოს, მართლა სახალხო და არა პირთა ჯგუფის ინტერესების გამტარებელი!”, – ამბობს ის და დასძენს, რომ ის სწორედ ამგავრი ომბუდსმენი იქნება.

საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატად წარდგენის მსურველ პირთა განცხადებები 29 სექტემბრის ჩათვლით მიიღება. პარლამენტი საქართველოს სახალხო დამცველს ღია კენჭისყრით აირჩევს.

20 სექტემბერს დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ პრენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ „გირჩის“ სახელით სახალხო დამცველის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას წარადგენს.

LB loan image desktop LB loan image mobile