საკონსტიტუციო ცვლილებით 2024 წლამდე ნებისმიერი არჩევნები იყოს შერეული სისტემით - „ოცნების“ ინიციატივა

პუბლიკა

პარტია „ქართულ ოცნებას“ ახალი ინიციატივა აქვს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. როგორც  უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მათ მაჟორიტარებთან მაინც შეძლეს შეთანხმების მიღწევა.

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ გუნდში უმრავლესობის მხრიდან გაზიარებული იყო მაჟორიტარი დეპუტატების მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ 2020 წლის არჩევნებიდან 2024 წლამდე მუდმივად იქნება საუბარი იმაზე, რომ უნდა გაიმართოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისიტემით, რაც მუდმივი არასტაბილურობის განცდას გააჩენს.

„ჩვენ, უმრავლესობის დიდი ნაწილი საბოლოოდ დავეთანხმეთ მაჟორიტარი დეპუტატების მოსაზრებას რისკის ამ ნაწილში მხოლოდ და შევთანხმდით, რომ ისინი უკან გაიწვევენ თავიანთ წინადადებას 2024 წელს არჩევნების სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარების ინიციატივასთან დაკავშირებით.

ჩვენ კი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ისეთი საკანონმდებლო მექანიზმის შექმნას მოვახერხებთ, რითაც ზემოთ დასახელებულ რისკებს მოვხსნით. შესაბამისად, ჩვენ 2020 წლის არჩევნებამდე უნდა მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილება, რომლითაც 2024 წლამდე ნებისმიერი შესაძლო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება და ასეთ პირობებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილება გაგრძელდება მხოლოდ 2024 წლამდე. ამ შემთხვევაში მაჟორიტარები თავიანთ ინიციატივაზე იტყვიან უარს.

თუ ჩვენ ამ გარანტიის შექმნას  ვერ შევძლებთ მაშინ მაჟორიტარები აგრძელებენ პროცესს, რომ 2020 წლის არჩევნებთან ერთად ჩატარდეს რეფერენდუმი სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით”, – ამბობს მამუკა მდინარაძე.

 

LB loan image desktop LB loan image mobile