„საკუთარ მომავალს პოლიტიკაში არ ვხედავ“ - სანდრა რულოვსი

პუბლიკა

საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ამჟამად სწავლობს ფიქოლოგიას, ბაკალავრიატის სტუდენტია, ასევე დაკავებულია სხვადასხვა საქმიანობით, რომელიც მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას გულისხმობს.

სანდრა რულოვსი ამბობს, რომ ქართულ პოლიტიკაში, ზოგადად, პოლიტიკაში საკუთარ თავს აღარ ხედავს, თუმცა, ამბობს, რომ ზუგდიდის მერობის კანდიდატობა შეცდომა არ იყო.

„არ ვიტყვი, რომ ეს შეცდომა იყო. მე მქონდა მოლოდინი … აი როგორც წალენჯისხის მერის შემთხვევაში მოხდა, რომ მე ვარ პირველი მერცხალი და შეიძლება, რომ მოვუგოთ და ერთ ადგილზე მაინც გავაკეთოთ ეს მოდელი, ერთ-ერთი ქალაქი მაინც იყოს. მეც ზუსტად ასეთი მოლოდინი მქონდა ზუსგდიდისთვის. მე თუ აქ ვაჩვენებ შედეგს, ვიქნები ძლიერი კანდიდატი,  აი ეს იქნება წამახალისებელი პარტიისთვის, ოპოზიციისთვის, ესე იგი შესაძლებელია. ეს იყო ჩემი წინადადება და გადაწყვეტილება. მთელი პარტია ჩამოვიდა ყველა მეხმარებოდა და ძალიან ძლიერი კამპანია იყო.

… არა, მომავალს პოლიტიკაში არ ვხედავ. არ არის აუცილებელი რომ მე ამაში ვიყო ჩართული, მე სულ სხვა მხარეს მინდა ვიყო.

მე ყოველთვის ჯანდაცვა მიანტერესებდა  და მხარდაჭერა იმ ადამიანების, ვისაც ეს სჭირდება. ზუგდიდში მაქვს შშმ ბავშვებისთვის დღის ცენტრი და ძალიან ვამაყობ ამით, “- ამბობს ის.